დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეს 5680 დოლარის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის ID ბარათის დამზადებას დაჰპირდა - შსს

02 თებერვალი 2021, 10:56 697 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ID ბარათის დამზადების სანაცვლოდ მოტყუებით დაეუფლა 300 აშშ დოლარს.

''შეხვედრაზე ვ.ბ.-მ კ.ლ.-ს შესთავაზა ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ID ბარათის დამზადება, რომლის მეშვეობითაც იგი სასურველ ქვეყანაში უპრობლემოდ ცხოვრებას შეძლებდა, ასევე განუმარტა, რომ ID ბარათის ღირებულება იყო 5680 აშშ დოლარი და შეეძლო ამ თანხის ეტაპობრივად გადახდა. ვ.ბ.-მ კ.ლ-ს 300 აშშ დოლარი წინასწარ მოტყუებით გამოართვა'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა მოქალაქეების პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტები.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში