აქცია პარლამენტთან

02 თებერვალი 2021, 11:43 1227 ნახვა

პარლამენტის სხდომა აქცია პერფორმანსის ფონზე მიმდინარეობს. საკანონდებლო ორგანოსთან “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წევრები შეიკრიბნენ. მათ მოაწყვეს ჯიხური წარწერით „მანდატები იაფად“ და  სიმბოლურად ყიდიან ქაღალდისგან დამზადებულ მანდატებს, რომელსაც მათი თქმით, ისევე არ აქვს ფასი, როგორც მეათე მოწვევის დეპუტატების მანდატებს. აქციის მონაწილეები  სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის  საკითხის განხილვას აპროტესტებენ. ასევე პარლამენტში შესვლის გამო  აკრიტიკებენ ალეკო ელისაშვილს და აცხადებენ, რომ იგი ამ გადაწყვეტილებით  ბიძინა ივანიშვილის კლოუნადას შეუერთდა. პროტესტის მთავარი საფუძველი მაინც საპარლამენტო არჩევნების შედეგებია,  უცვლელია მოთხოვნა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში