აშშ-ში უფრო მეტი ვაქცინირებულია ვიდრე კოვიდინფიცირებული

02 თებერვალი 2021, 17:33 958 ნახვა

კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრილ  ამერიკელთა რიცხვმა კოვიდინფიცირებულების რიცხვს  გადააჭარბა. ანტივირუსული ვაქცინის ერთი  ან   ორივე დოზა   26 მილიონ 500 ათასმა ამერიკელმა უკვე  მიიღო. პანდემიის დაწყების შემდეგ კი ქვეყანაშიკოვიდ-19-ის  26 მილიონ 200 ათასს ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 443 ათას 35 პაციენტი. 

დაავადების ახალ შემთხვევათა საშუალო რაოდენობა 8 იანვარს პიკის დაფიქსირების შემდეგ ბოლო 7 დღის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად მცირდება. თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი ჯერ ისევ მაღალი რჩება.  იანვარში საშუალოდ ყოველდღიურად გარდაცვალების 3 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში