ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონ ევროს გამოუყოფს

28 ოქტომბერი 2016, 00:00 3069 ნახვა

ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონ ევროს მოცულობის გრანტს გამოუყოფს.  პროგრამის შესახებ ერთობლივ განცხადებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკავშირის ელჩი დღეს გააკეთებენ. ”ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროგრამა სრულ შესაბამისობაშია ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, ასევე საქართველოს საჯარო მმართველობის ეროვნულ სტრატეგიასთან და ეყრდნობა ხუთ ძირითად პრინციპს. პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია; ადამიანური რესურსების მართვა ანგარიშვალდებულება; სახელმწიფო სერვისების მიწოდება; და საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობა.

ამავე კატეგორიაში