საბავშვო ბაღების პერსონალს ხელფასი ეზრდება

02 თებერვალი 2021, 20:05 10085 ნახვა

სექტემბრიდან ბათუმის ბაგა-ბაღგებში დასაქმებულებს ხელფასი გაეზრდებათ.  0 დან 16 პროცენტამდე სახელფასო ანაზღაურებას სააღმზრდელო პროცესში ჩართული  პერსონალი მიიღებს. ბათუმში მოქმედ ბაგა-ბაღებში სულ 1 375 თანამშრომელია დასაქმებული, სექტემბრიდან კი წლის ბოლომდე  მომატებულ სარგოს 60 პროცენტი მიიღებს.

ცნობილია, რომ აჭარაში მოქმედი  სკოლამდელი დაწესებულებების გახსნა მარტიდან იგეგმება. რატომ  ვერ მიიღებენ  ბაღის თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მარტში,  მერიაში განმარტავენ, რომ  პანდემიის პერიოდში  დატვირთვა არ ყოფილა  და  ვირუსის გავრცელების დინამიკაც  არაპროგნოზირებადია. 

მარტიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებს ხულოში მოქმედი საბავშვო ბაღების პერსონალიც. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში