რესტორნების ნაწილი მუშაობის თვითნებურად განახლებას გეგმავს

03 თებერვალი 2021, 11:46 759 ნახვა

6 თებერვლიდან დედაქალაქში 200 კვების ობიექტი, 15 ბავშვთა გასართობი ცენტრი და ფიტნეს კლუბები დაუმორჩილებლობას აანონსებენ და თვითნებურად ეკონომიკური საქმიანობის აღდგენას გეგმავენ.  ბიზნეს სექტორის ერთ ერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ სოციალური ფონი არის უკიდურესი და მათ სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ.  ალექსანდრე პაიკიძე მთავრობას ხისტი რეგულაციებისა და საჯარიმო სანქციების ნაცვლად კეთილგონივრული გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს.ეკონომიკის მინისტრი კი აცხადებს, კანონდარღვევის შემთხვევაში სანქციები იქნება მკაცრი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში