აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ევროპელი ლიდერების გამოხმაურება

03 თებერვალი 2021, 11:53 1432 ნახვა

აშშ შეშფოთებულია ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისთვის ორი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთის მისჯასთან დაკავშირებით  და მოსკოვს მისი დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, - შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აკეთებს. ნავალნის დაპატიმრებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც.  „მოწამვლის შემდეგ რუსეთში დაბრუნების გადაწყვეტილება ნამდვილად მამაცი და თავგანწირული ქმედება იყო. ამის საპირისპიროდ, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სიმხდალე და არ შეესაბამებოდა მართლმსაჯულების საბაზისო სტანდარტებსაც კი. ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – აცხადებს ბორის ჯონსონი. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის მისჯილი პატიმრობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. ბორელი რუსეთს პოლიტიკოსის უპირობოთ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში