სტუდენტების საპროტესტო აქციები სტამბულში

03 თებერვალი 2021, 11:53 976 ნახვა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში გამართულ აქციაზე, სადაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ბოგაზიჩის უნივერსიტეტის რექტორის დანიშვნა გააპროტესტეს, 159 ადამიანი დააკავა. მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები სკანდირებდნენ : "პოლიცია, წადი" და "უნივერსიტეტები ჩვენია". სტამბოლის ბოგაზიჩის უნივერსიტეტის სტუდენტები მელიჰ ბულუს რექტორად დანიშვნას თითქმის ერთი თვეა აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მისი დანიშვნა არადემოკრატიულად მოხდა. სტუდენტები ასევე იმ ოთხი ადამიანის გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალური ქსელის მომხმარებელმა მათი პლაკატის გაზიარება დაიწყო, რომელზეც ისლამური იკონოგრაფია და ლგბტ სიმბოლიკა ერთად იყო გამოსახული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში