მონიტორინგის შემდეგ გავასაჯაროებთ რომელი კლინიკები იქნებიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში-ტიკარაძე

03 თებერვალი 2021, 14:50 887 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თებერვლის ბოლოს საქართველოში შემოვა ვაქცინის პირველი ნაკადი და აიცრება მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არის მჭიდრო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და ეს არის ჩვენი ექიმები.

"მნიშნვნელოვანია თითოეული დეტალი იყოს გათვალისწინებული, რომ პროცესი იყოს უსაფრთხო, პირველ რიგში, მედიკოსებისა და მოსახლეობისთვის. რეგულირების სააგენტოს მხრიდან დაწყებულია კლინიკების დეტალური შესწავლა. ამ ეტაპისთვის, შერჩეულია 10 კლინიკა და კიდევ გვაქვს 5 სარეზერვო კლინიკა, მათ ჰქონდათ მიწოდებული მასალები, რის საფუძველზეც უნდა მოემზადებინათ ეს სივრცეები და რეგულირების სააგენტო დამატებით სწავლობს ამ სივრცეებს, რომ არ იყოს არანაირი ხარვეზი.

რეგულირების სააგენტოს საბოლოო მონიტორინგის შემდეგ გავასაჯაროებთ, თუ რომელი კლინიკები იქნებიან ჩართული პროცესში.

ინფექციურში არის ორი  -80 გრადუსიანი მაცივარი, რომელიც საკმარისია, თბილისის საკმაოდ დიდი ნაწილის მოცვისთვის. ინფექციურში ამ ეტაპზე იქნება განსაზღვრული 3 გუნდი, რომელიც ჩაატარებს ვაქცინაციას და თითოეულ გუნდზე განსაზღვრული გვაქვს, რომ მოხდება 40-მდე პირის აცრა" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში