ჩხოროწყუში აქციაზე დაპირისპირება მოხდა

03 თებერვალი 2021, 15:11 1553 ნახვა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიასთან ხმაური და დაპირისპირება იყო.

მერიასთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს, სამართალდამცველებმა კი მათ ამის საშუალება არ მისცეს.

გაერთიანებული ოპოზიციის, „ევროპული საქართველოს“ სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ, ჩხოროწყუს მერის გადადგომას და ყველა იმ პირის დასჯას, ვინც 25 იანვარს ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტთან არიან კავშირში.

რამდენიმე დღის, წინ ჩხოროწყუში, მეშვიდეკლასელ მოსწავლეებს მერიის შენობის საპირფარეშოები დაასუფთავებიეს. 

აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველსაც მიმართეს და ადგილზე მისვლა, ვითარების ობიექტურად შესწავლა სთხოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, სკოლის მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. აღნიშნულმა პირმა ბავშვები ჩხოროწყუს მერიის პირველ სართულზე, საპირფარეშოში შეიყვანა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით არის დაწყებული, რაც იძულებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში