დაკავება ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით

03 თებერვალი 2021, 15:27 1388 ნახვა

ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიებით დადგინდა , რომ სანადირო თოფითა და ცივი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარი“-ის მოლარეებს თანხა მოსთხოვეს, ერთ-ერთმა დაკავებულმა მაღაზიაში შესვლისთანავე იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საბოლოოდ მათ მაღაზიის მოლარეს 300 ლარამდე თანხა წაართვეს, რის შემდეგაც მიმალვას შეეცადნენ, რა დროსაც მაღაზიის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დააკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში