ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა

03 თებერვალი 2021, 15:42 1261 ნახვა

კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა, თუმცა COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ახალი წესებით იმუშავებენ. ბიბლიოთეკიდან წიგნის დროებითი სარგებლობისთვის გაცემას უზრუნველყოფს აბონიმენტისა და საბავშვო ახალგაზრდული განყოფილებები, ასევე ამერიკული კუთხე. ამ ეტაპისთვის ბიბლიოთეკაში კვლავ შეზღუდულია სამკითხველო დარბაზების მუშაობა. საჯარო ბიბლიოთეკაში დასრულდა  სარემონტო სამუშაოები, გაუმჯობესდა როგორც წიგნ საცავების, ასევე სამკითხველო დარბაზების მდგომარეობა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში