სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არადეკლარირებული​ მედიკამენტები შემოჰქონდათ - შემოსავლების სამსახური 

03 თებერვალი 2021, 16:47 1131 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს.

წამლები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული, სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას იპოვეს. საუბარია სხვადასხვა დასახელების მედიკამენტზე (საერთო წონით 18 კილოგრამი).

უწყების ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ჯამში 14 620 ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში