იტალიის ახალ მთავრობას ყოფილი ბანკირი ჩამოაყალიბებს

03 თებერვალი 2021, 17:09 1235 ნახვა

იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ თავმჯდომარეს   ახალი მთავრობის ჩამოყალიბება დაავალა. მატარელამ იმედი გამოთქვა, რომ მარიო დრაგის მიერ ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვა გახდება საჭირო.  

დრაგი ევროპის ცენტრალურ ბანკს რვა წლის განმავლობაში, 2011-დან 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა.

იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიციური მთავრობიდან იტალიის ექს-პრემიერ მინისტრის მატეო რენცის პარტია გავიდა.

კონტესა და რენცის შორის უთანხმოების მიზეზი ევროკავშირის მიერ „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იტალიისთვის გამოყოფილი დაფინანსების განკარგავასთან დაკავშირებული საკითხი გახდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში