საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა რესტორნების გარდა შეეხება სპორტის ინდუსტრიას და კერძო საბავშვო ბაღებს - პრემიერი

04 თებერვალი 2021, 11:42 1378 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რესტორნების სესხის პროცენტის 80%-ით სუბსიდირების პროგრამის ტექნიკური მოთხოვნები შემსუბუქდება.

გიორგი გახარიას განმარტებით, სუბსიდირების პროგრამა ასევე შეეხება სპორტულ ინდუსტრიას და კერძო საბავშო ბაღებს.

“ჩვენ დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც დეკემბრიდან დაიწყო. ამ პროგრამამ აჩვენა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ასეთ შეღავათზე. ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. მომართვა იყო დაახლოებით 2 ათასი. თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები დააკმაყოფილა 420-მა რესტორანმა. დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ ტექნიკური მოთხოვნების შემსუბუქების თაობაზე იმისთვის, რომ ამ 2 ათასმა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა, შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფო მხარდაჭერის ამ ღონისძიებით.

ეს ღონისძიება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, ის ასევე შეეხება სპორტის ინდუსტრიას, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ბიზნესებია, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდნენ”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სარესტორნო ბიზნესს საშუალება აქვს სუბსიდირებაზე განაცხადი 8 თებერვლიდან შეიტანოს. 

''საკმაოდ სერიოზული შემსუბუქებით ვაცხადებთ უკვე მეორე შერჩევას. განცხადების მიღება დაიწყება 8 თებერვალს. გაგრძელდება 5 მარტამდე. ყველას, ვისაც ხარვეზის გამო არ უსარგებლია პროგრამით, შანსი ეძლევა. 

კერძოდ: ვამატებთ პროგრამას მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის მქონე რესტორნებს, შეუძლიათ სესხის პროცენტის  სუბსიდირება. ასევე ვაფართოვებთ 2020 წლის პირველ მარტამდე  გაცემულ სესხებს, ახლა ეს იქნება 2020 წლის პირველ დეკემბრამდე აღებულ სესხებზე. იმიტომ, რომ მერეც სჭირდებოდა კვების ინდუსტრიას დამატებითი სესხი, იჯარის ქირა და ხელფასები, რომ გადაეხადა. 

6 თვის განმავლობაში დარიცხული პროცენტი, მთავრობის მხრიდან 80% იქნება სუბსიდირებული'' - განაცხადა ნათია თურნავამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში