რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი შესაძლოა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელი გახდეს

04 თებერვალი 2021, 15:31 677 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უილიამ ბერნსის კანდიდატურა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის თანამდებობაზე წარადგინა.  ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.  კანდიდატურა  სენატმა უნდა განიხილოს.  ბერნსი 2005-დან 2008 წლამდე მოსკოვში აშშ-ის ელჩად მუშაობდა. მას 33 წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. ამჟამად ბერნსი კარნეგის ფონდს ხელმძღვანელობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში