შეხვედრა რესტორატორებთან

04 თებერვალი 2021, 18:07 1158 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რესტორატორებსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის მორიგი შეხვედრა, რომელსაც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ.

მთავარი თემა 6 თებერვალს რესტორნების დაუმორჩილებლობის საკითხი იყო. ამ სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე ვერ მოისმინეს რესტორნებთან დაკავშირებული გეგმები, საუბარია მხოლოდ ღია სივრცეების გახსნაზე, რაც მათთვის მიუღებელია.

რესტორატორთა ასოციაციში თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხვალ ბრიფინგს გამართავენ, სადაც მათ გადაწყვეტილებას გაახმოვანებენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის წევრებს განცხადება არ გაუკეთებიათ. მანამდე კი ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ თუ რესტორნები მიმართავენ დაუმორჩილებლობას კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში