საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

05 თებერვალი 2021, 10:52 1320 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის  538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 498 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.2%-ინფორმაცია Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 808 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 163 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 645 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 18 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 258 პირი ემსხვერპლა.

"დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 227 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 83, ქვემო ქართლი - 35, შიდა ქართლი - 44, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 60, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 488, საიდანაც 2 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 078, აჭარაში - 188, იმერეთში - 463.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 538 პირი, მათ შორის, თბილისში - 236, აჭარაში - 45, იმერეთში - 134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 146 პირი, მათგან თბილისში - 103, აჭარაში- 6, იმერეთში - 16" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში