აჭარაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

05 თებერვალი 2021, 10:54 997 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე რეგიონში covid-34 879 მოქალაქემ დაამარცხა. 

კლინიკა დატოვა 13-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 6 ადამიანი.  რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 185 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 121, ხოლო ონლაინ კლინიკაში  189 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში