ალექსეი ნავალნის ომის ვეტერანის ცილისწამების საქმეზე ასამართლებენ

05 თებერვალი 2021, 15:51 1261 ნახვა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი უარს ამბობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერან იგნატ არტემენკოს ცილისწამების შესახებ საქმეზე ბრალის აღიარებაზე. ნავალნი ამბობს, რომ არ იცნობს მას.  ბრალდების მხარე ნავალნის  ვეტერანის მისამართით  განზრახ ცილისწამებლური განცხადების გამოქვეყნებაში  ადანაშაულებს.  დაცვის მხარე  ირწმუნება, რომ  ლინგვისტური ექსპერტიზის ჩატარების შედეგად კომენტარში არის ნეგატიური ინფორმაცია, თუმცა მისი ცილისწამებად მიჩნევა არ შეიძლება.  სახელმწიფო ბრალდების თანახმად,  2020 წლის 2 ივნისს ნავალნიმ სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იგნატ არტემენკო მხარს უჭერდა რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. ნავალნი თავის კომენტარში  არტემენკოსა და ვიდეორგოლში მონაწილე სხვა მოქალაქეებს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდამჭერის გამო მოღალატეებს და კორუმპირებულ ლაქიებს  უწოდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით,  მის წინააღმდეგ აღძრული ეს საქმეც შეთითხნილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში