აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა

05 თებერვალი 2021, 15:53 1106 ნახვა

„დამთავრდა დრო, როდესაც ამერიკა არ ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას, ჩვენს არჩევნებში ჩარევას, კიბერშეტევას. რუსეთის მიერ საკუთარი მოქალაქეების მოწამვლას. ჩვენი ინტერესებისა და ხალხის დასაცავად უყოყმანოდ ვიმოქმედებთ,“- ეს განცხადება აშშ-ის პრეიზდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით  პირველი სიტყვით გამოსვლისას  გააკეთა. ბაიდენმა რუსეთი ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო  ერთხელ გააკრიტიკა და ოპოზიციონერის  დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.ჩინეთის შესახებ საუბრისას კი პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ დაუპირისპირდება პეკინის მიერ ”ეკონომიკური საკითხების ბოროტად გამოყენებას, მის ქმედებებს ადამიანის უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ.“  ჯო ბაიდენმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს გადატრიალების შეჩერებისგან მოუწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ წყვეტს საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენში მიმდინარე სამხედრო კამპანიის მხარდაჭერას.პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირების შესრულებას და აშშ-ში ყოველწლიურად მიღებული ლტოლვილების რაოდენობის გაზრდას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში