ბათუმის „ბათუმი“ 90 : 76 თსუ

05 თებერვალი 2021, 18:00 1457 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სუპერლიგის მეორე წრის მატჩი ბათუმის სპორტსკოლაში.  ბათუმის საკალათბურთო გუნდმა თბილისური ‘’თსუ’’ 90-76 დაამარცხა.  მატჩში ყველაზე მეტი ქულა ბათუმელმა კალათბურთელმა ბექა ბექაურმა ჩააგდო, მისი მონაგარი 28 ქულა იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმელები განახლებული შემადგენლობით ასპარეზობდნენ, გუნდში სადებიუტო  შეხვედრა ჩაატარეს ახლად შენაძენმა ლეგიონერებმა და 100% -იანი მაჩვენებელიც დააფიქსირეს.

შავიზიღვისპირელები ამ დროისთვის რეგულარულ ჩემპიონატში  მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში