სომხეთში ზედიზედ სამი მიწისძვრა მოხდა

05 თებერვალი 2021, 20:45 1130 ნახვა

საქართველოს საზღვრიდან 81 კილომეტრში, სომხეთში დროის მოკლე მონაკვეთში ზედიზედ სამი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, სომხეთში თბილისის დროით 19:36 საათზე 5,2 მაგნიტუდის, 19:44 საათზე - 3,8 მაგნიტუდის, 19:58 საათზე კი - 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში