41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

06 თებერვალი 2021, 12:15 955 ნახვა

41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ მასში 10 ქვეყნის 4700-მდე სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. სწავლება აშშ-ის არმიის საწვრთნელ რაიონებში 1 თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გაგრძელდება.

სამხედრო წვრთნები ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, ტაქტიკურ გადაადგილებას, ტერიტორიის დაკავებას, კონტაქტზე რეაგირებას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში ოპერაციის წარმოებასა და დაკავებული ტერიტორიის დაცვის საკითხებს მოიცავს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში