საქართველო VS რუსეთი

06 თებერვალი 2021, 12:05 858 ნახვა

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა რუსეთთან ხვალ გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. შეხვედრა, რომელიც აქამდე ორჯერ გადაიდო, „მიხეილ მესხზე“ 15 საათზე დაიწყება.  მიუხედავად იმისა, რომ გაფართოებულ რაზმში ათი უკეპო მორაგბე იყო, 23-კაციან განაცხადში მათგან მხოლოდ ერთი, ბურჯი გიორგი ნუცუბიძე მოხვდა, რომელსაც აქამდე უმცროსი ბორჯღალოსნების რიგებში უთამაშია.

სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა 18 წლის დავით ნინიაშვილი, რომელიც ფულბეკის პოზიციას დაიკავებს. მან „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასა და ფიჯისთან შეცვლაზე ითამაშა. 2020 წლის სამწუხაროდ, კოვიდ-პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მატჩს გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში