მსოფლიოში კორონავირუსით 106 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

06 თებერვალი 2021, 18:15 1012 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 106 მილიონს გადააჭარბა.მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.3 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 77.6 მილიონს მიაღწია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 26 მილიონს უახლოვდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში