აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

07 თებერვალი 2021, 11:07 1853 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 21 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  დღემდე რეგიონში covid-19 34 940 მოქალაქემ დაამარცხა. 

კლინიკა დატოვა 8-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 5 ადამიანი. 

რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 174 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 124, ხოლო ონლაინ კლინიკაში  160 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში