თურქული მედია - თურქმა სამართალდამცავებმა სარფის საბაჟოზე ტერაქტი აღკეთეს

28 ოქტომბერი 2016, 00:00 4215 ნახვა

სარფის საბაჟოზე თურქმა სამართალდამცველებმა ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ამის შესახებ თურქული სააგენტოები წერენ. პოლიციამ საქართველოსთან საზღვარზე თვითმკვლელი ტერორისტი ქალი დააკავა, რომელიც ეგრეთწოდებული შაჰიდის ქამრით თავის აფეთქებას ცდილობდა. თურქული მედია ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ფოტოსაც ავრცელებს. სააგენტო "არდეშენის" ცნობით, ინციდენტის გამო საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოქალაქეებისა და ტრანსპორტის მიმოვსლა შეჩერდა. მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ამავე კატეგორიაში