გლდანის და ქსნის ციხეებში კოვიდდადასტურებული პატიმრების უმეტესობა გამოჯანმრთელდა

08 თებერვალი 2021, 10:12 805 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, N15 (ქსნის) და N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ მოცემულ დაწესებულებებში ინფიცირებული პირების უმეტესობა გამოჯანმრთელდა.

"N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 2340 ტესტიდან მხოლოდ 9 ტესტის პასუხი იყო დადებითი. შესაბამისად, ორი კვირის წინ გამოვლენილი 38 შემთხვევიდან 29 პატიმარი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება N15 პენიტენციურ დაწესებულებას, აქ ჩატარებული 1672 ტესტიდან,  9 შემთხვევაში პასუხი დადებითი იყო, მაშინ, როდესაც ორი კვირის წინ ეს მონაცემი 40-ს შეადგენდა.

მიუხედავად ვირუსის ცალკეული შემთხვევების დაფიქსირებისა, ვითარება პენიტენციურ სისტემაში კონტროლს ექვემდებარება, პენიტენციური სამსახური კი საზოგადოებას კვლავ სისტემატურად მიაწვდის ინფორმაციას, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით"-წერია გავრცელებულ ინფრომაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში