ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

08 თებერვალი 2021, 11:45 1108 ნახვა

მაშველებმა ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მყინვარის ნაწილის მოწყვეტის შედეგად დაღუპული 14 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ უცხოური მედია უტარაკჰანდის შტატის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გუბერნატორი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ამ დროისთვის მაშველებმა 15 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 145 კი ჯერჯერობით დაკარგულად ითვლება. შეგახსენებთ, გუშინ ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მყინვარის ნაწილის მოწყვეტის შემდეგ წყლის მოვარდნის შედეგად 150 ადამიანი დაიკარგა. დაკარგულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, სტიქიის ზონაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურების მუშაა. ხელისუფლებამ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის რეგიონში ასობით ჯარისკაცი და სამხედრო ვერტმფრენი გააგზავნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში