"ეს არის სისტემური კორუფციის კარგი მაგალითი" - მიშა ბოლქვაძე

08 თებერვალი 2021, 13:01 1876 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიშა ბოლქვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ბათუმის მერს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ,  რომ ქალაქის მასშტაბით, ქუჩებისა და ქვაფენილის ნაწილი ამორტიზირებულია, ქვაფენილები ამოცვენილია.  მისივე განმარტებით, სამუშაოები უხარისხოდ სრულდება, ზემდგომი ორგანოები კი ამ ყველაფერზე  არ რეაგირებენ.

მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ  ტენდერებს მათთვის მისაღები,  ერთი და იგივე კომპანიები იგებენ.

"ქალაქი კლანური, კორუფციული გარიგებებით იმართება, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავრობის თავმჯდომარე რიჟვაძე, მის მეგობარ ჩიქოვანთან ერთად. ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა ქალაქის მოვლა-პატრონობისათვის, ქალაქის ქუჩების უმეტესი ნაწილი კი  ასეთ დღეშია. ამ ადამიანებს არ აინტერესებთ მოქალაქეების ბედი. ტენდერებს ერთი და იგივე კომპანიები იგებენ და მილიონებს შოულობენ, გარიგებაში შედიან მთავრობის თავმჯდომარესთან.  ეს არის სისტემური კორუფციის კარგი მაგალითი"-განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.

მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორი, ჯაბა ბერიძე აცხადებს, რომ ქალაქში ქვაფენილების პრობლემა ყოველ გაწვიმებაზეა, ვინაიდან სამუშაოები თავის დროზე უხარისხოდაა შესრულებული. მისივე განმარტებით, სააგენტოს მიერ ხდება,  ქალაქის  მასშტაბით, ქვაფენილების მუდმივი მონიტორინგი. იგი არც იმასაც გამორიცხავს, რომ რიგ ქუჩებში ქვაფენილები სრულიად შეიცვალოს.

მიშა ბოლქვაძის მიერ გაკეთებულ განხადებს, ტენდერებსა და კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით კი  აბსურდულს უწოდებს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში