აქცია რუსეთის საელჩოსთან

08 თებერვალი 2021, 14:44 790 ნახვა

ანტი საოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას" წევრებმა  რუსეთის ყოფილი საელჩოდან საქართველოს პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა გამართეს.  ისინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძისთვის 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას აპროტესტებენ და ხელისუფლებას გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. შემდეგი აქცია შაბათს, ზაზა გახელაძის გატაცების ადგილას იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში