ისრაელში მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე აცრილია

08 თებერვალი 2021, 15:30 1244 ნახვა

ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა. ისრაელში, სადაც 8 მილიონ 900 ათასი ადამიანი ცხოვრობს,  ვაქცინაცია 5 მილიონ 54 ათასს ჩაუტარდა, რაც მოსახლეობის 62,42 პროცენტს შეადგენს.  აცრილი მოსახლეობის მოცულობით მეორე ადგილზე არაბთა გაერთიანებული საამიროებია, იქ მოსახლეობის 44, 79 პროცენტია აცრილი, მესამეზე სეიშელის კუნძულებია, სადაც მოსახლეობის 40,49 პროცენტია უკვე აცრილი. იმ ადამიანთა რაოდენობით, რომლებმაც ვაქცინა მიიღეს მსოფლიოში აშშ-ია. კოვიდ-19-ის წინააღმდეგ 42 მილიონი ამერიკელი აიცრა. მეორე ადგილზე  ჩინეთია, მესამეზე დიდი ბრიტანეთი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში