ჩინეთში აღარ არის კოვიდ-19-ის შიდა გადაცემის შემთხვევები

08 თებერვალი 2021, 17:53 1003 ნახვა

ჩინეთში   ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად კორონავირუსის შიდა გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.  გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ის  14 შემთხვევა გამოვლინდა. ყველა ინფიცირებული ჩინეთში უცხოეთიდან არის ჩასული.  ამის შესახებ ჩინეთის  ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი იუწყება.   

2020 წლის ბოლოს  კოვიდ-19-ის შიდა გადაცემის  ახალი შემთხვევები ჩინეთის რამდენიმე რაიონში აღინიშნებოდა. 

7 თებერვლის შემდეგ კი ქვეყანაში დაავადების ახალი შიდა დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც  ხელისუფლების მიერ დაწესებული  მკაცრი შეზღუდვების შედეგია.  გასულ დღე-ღამეში  16 უსიმპტომო კორონავირუსის მატარებელი   გამოვლინდა, მათგან 15-ს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში