ევროკავშირის სამმა ქვეყანამ რუსი დიპლომატები გააძევა

09 თებერვალი 2021, 11:45 1387 ნახვა

გერმანიამ, შვედეთმა და პოლონეთმა რუსი დიპლომატები გააძევეს. ევროკავშირის სამმა ქვეყანამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ამ ქვეყნის დიპლომატები, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობის გამო გააძევა. პოლონეთის, შვედეთისა და გერმანიის გადაწყვეტილება გააკრიტიკა რუსეთის საგარეო უწყებამ. ოფიციალური მოსკოვი რუსი დიპლომატების გაძევებას უსაფუძვლოს უწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში