ძლიერი ქარიშხალი სტამბოლში

09 თებერვალი 2021, 11:47 1821 ნახვა

თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბოლს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქარიშხალმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა შენობების სახურავები. ერთ-ერთი მოგლეჯილი ხე ავტომობილს დაეცა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო ქალაქში საბორნე გადაზიდვები შეჩერდა. სტამბოლის საზღვაო და ავტობუსების კომპანიაში აცხადებენ, რომ ქარიშხლის გამო ზოგიერთი სერვისი გაუქმდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში