მახინჯაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

09 თებერვალი 2021, 13:20 2586 ნახვა

მახინჯაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. უფროსკლასელი სკოლაში ბოლოს 4 თებერვალს იყო, გუშინ მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ტესტის პასუხი კი კოვიდზე დადებითი აღმოჩნდა. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, ინფიცირებულის კლასელები თვითიზოლაციაში არ გადასულან და სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. 

რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ეპიდემიოლოგების მითითებით ისინი თვითიზოლაციაში არიან. 

''სწავლა გრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში, რეკომენდაციის დაცვით, რაც ჯანდაცვის ცენტრმა დაადგინა. მოსწვლეზე ინფორმაცია მოგვაწოდა მშობელმა, რომ დაუდასტურდა კორონავირუსი, მაგრამ მოსწავლე 4 თებერვლის შემდეგ სკოლაში არ ყოფილა. საკმაოდ დიდი დრო არის გასული, შესაბამისად საფრთხე არ არსებობდა. არცერთი მოსწავლე არ არის გადასული თვითიზოლაციაში. მოსწავლეებთან და მშობლებთან გვაქვს კონტაქტი.

დღეს უბრალოდ მინიმალური დასწრება იყო. დღეს მხოლოდ 5 მოსწავლე მოვიდა. გადავეცით მათ, რომ არანაირი საშიშროება არ არის და კლასი დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას არ ითვალისწინებს'' - განაცხადა სკოლის დირექტო

აჭარაში საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი პირველ თებერვალს განახლდა. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან, მეხუთე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სკოლებში პირბადის ტარება მოუწევთ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში