ხანძარი „ხოფის ბაზრობაზე“

09 თებერვალი 2021, 20:03 1100 ნახვა

,,ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.  24-ე რიგში ტანსაცმლის მაღაზია სრულად დაიწვა. ნაწილობრივ დაზიანდა გვერდით მდებარე მაღაზიაში არსებული პროდუქცია. როგორც ირკვევა მაღაზიის მეპატრონეს ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონია.

ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. ბაზრობის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ უსაფრთხოების წესები გამკაცრებული ჰქონდათ.

ბათუმის მერია, მოვაჭრეებს ზარალის დათვლის შემდეგ დაეხმარება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში