საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

10 თებერვალი 2021, 11:02 1158 ნახვა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 544 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 244 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 615 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 629 PCR ტესტით.

9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.41%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 255 385-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი​. გამოჯანმრთელდა 469 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 78, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 43, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში