ხანძრის შედეგად ხულოსა და შუახევში სახლები დაიწვა

10 თებერვალი 2021, 11:39 1237 ნახვა

ხანძრის შედეგად ხულოსა და შუახევში სახლები დაიწვა.სოფელ ვაშლოვანში ღია ცისქვეშ დარჩა ხუთ წევრიანი ოჯახი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველებმა დამხმარე ნაგებობისა და  პირუტყვის გადარჩენა შეძლეს. დაზარალებულებს მერია   დროებით ალტერნატიულ  სახლში გადაიყვანს. თვითმმართველობაში განმარტეს, რომ ოჯახი მიიღებს შესაბამის კომპენსაციასაც. ასევე გვიან ღამით შუახევში სოფელ ზემოხევში ცეცხლი გაუჩნდა ქათამაძეების  სახლს. საცხობრებელთან ერთად დაიწვა დამხმარე ნაგებობებიც. მაშველებმა ამ შემთხვევაში საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ შეძლეს. ორივე  ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში