კარტოგრაფების საქმე-წინასასამართლო სხდომა

10 თებერვალი 2021, 11:42 750 ნახვა

დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე. წინასასამართლო სხდომას ბრალდებულებიც დაესწრებიან, რომელზეც დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას კონკრეტული მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობენ ადვოკატები. მიმდინარე პროცესს საზოგადოების ნაწილი პოლიტიკური თამაშების ნაწილად აღიქვამს. ცნობისთვის, მელაშვილი და ილიჩოვა ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ იანვრის ბოლოს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ადანაშაულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში