დაკავება თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე

10 თებერვალი 2021, 15:23 809 ნახვა

გენერალურმა ინსპექციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, რომ ბრალდებული დაზარალებულს დაჰპირდა, რომ თითქოსდა შეეძლო სისხლის სამართლის საქმეებზე სხვადასხვა კომპანიებისა და პირებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით  ჩამორთმეული და პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონებების და ავტომანქანის მისთვის გადაცემა, რის სანაცვლოდაც  მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ  5 500 დოლარს.  დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში