აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს

10 თებერვალი 2021, 15:33 755 ნახვა

სომხეთმა და აზერბაიჯანმა  ტყვეები გაცვალეს.  აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს ერთი ტყვე გადასცა, აზერბაიჯანმა კი სომხეთს - 5. ყარაბაღში განლაგებული რუსი სამშვიდობოების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი რუსტამ მურადოვი პირადად აკონტროლებდა  რუსი სამშვიდობოების მიერ ჩატარებულ ტყვეთა გაცვლის მორიგ ოპერაციას. გასული წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადება, რომელმაც მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დაასრულა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში