ქობულეთის ''შუქურამ'' უკრაინული ''აგრო'' დაამარცხა

10 თებერვალი 2021, 20:05 872 ნახვა

ეროვნულ ლიგაში დაწინაურებული ქობულეთის ‘’შუქურა’’ თურქეთში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ქობულეთლებმა პირველი საკონტროლო მატჩი უკრაინული ‘’აგროს’’ წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხეს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი ‘’შუქურას’’ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟეფერსონ ჯერალდომ გაიტანა. შემდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილი გუნდი 13 თებერვალს ყაზახური ‘’თარაზის’’ წინააღმდეგ ჩაატარებს.

ქობულეთლები 15 თებერვალს ყაზახური ‘’არისს’’ და რუსული ‘’ნეფტეხიმიკისს’’ დაუპირისპირდება. ‘’შუქურა’’ თურქეთში 18 თებერვლამდე მოემზადება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში