შესაძლოა, უახლოეს დღეებში აფხაზეთის მიმართულებით აღდგეს თავისუფალი გადაადგილება - სუსი

11 თებერვალი 2021, 11:49 1304 ნახვა

შესაძლოა უახლოეს დღეებში, დღეს ან ხვალ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით აღდგეს თავისუფალი გადაადგილება, რა თქმა უნდა, ცალკეული რეგულაციების გამოყენებით - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყებაში ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური ნიშნებია.

"მინდა გაგიზიაროთ, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების მიმართულებით არსებული პოზიტიური ცვლილების შესახებ. თითქმის ერთწლიანი შეზღუდვის შემდეგ ცალკეული რეგულაციების გამოყენებით, აღდგა გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებას.

აღნიშნული ფაქტი, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, შესაძლებლობას მისცემს, კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, გადმოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოინახულონ საკუთარი ოჯახის წევრები და ნათესავები და ისარგებლონ ცალკეული სიკეთეებით რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობთ“- განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში