საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა

11 თებერვალი 2021, 15:14 912 ნახვა

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. 

სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინაცია იყო. მღვდელმთავრებმა დავით გარეჯის საკითხზეც იმსჯელეს. 

"იყო ბევრი საკითხი, რომლებიც მღვდელმთავრებმა საკმაოდ მცირე დროში შეათანხმეს. რამდენიმე საათში საპატრიარქო განჩინების სახით გაავრცელებს ყველა იმ საკითხს და გადაწყვეტილებას, რომლებიც სინოდმა მიიღო. საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციას, იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც ზნეობრივი კუთხით შეფასდა. ეს ყველაფერი აისახება განჩნებაში"- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

სინოდის განჩინება სავარაუდოდ დღის ბოლომდე გავრცელდება.

სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოწვევით გაიმართა, მას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში