აშშ-ში ყოფილი რესპუბლიკელები ახალ პარტიას ქმნიან

11 თებერვალი 2021, 17:49 855 ნახვა

აშშ-ში ათობით რესპუბლიკელი მაღალჩინოსანი ახალი „მემარჯვენე-ცენტრისტული“ პარტიის შექმნას აპირებს.  მოლაპარაკებებში მონაწილეობს 120-ზე მეტი რესპუბლიკელი, მათ შორის რონალდ რეიგანის, ჯორჯ ბუშ უფროსისა და ჯორჯ ბუშ უმცროსის, ასევე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციების ყოფილი წევრები, ყოფილი ელჩები და ყოფილი კონგრესმენები.

გასულ პარასკევს მათ  ვიდეოშეხვედრაც გამართეს და აღნიშნეს, რომ ემიჯნებიან  რესპუბლიკურ პარტიას იმის გამო, რომ მას არ სურს წინ აღუდგეს ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მის მცდელობებს ძირი გამოუთხაროს აშშ-ის დემოკრატიას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში