შეხვედრა მოსახლეობასთან

28 ოქტომბერი 2016, 00:00 3248 ნახვა

თამარი დასახლებაში მცხოვრებლებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა. ლაშა სირაბიძემ მოქალაქეებს ყოფილი “ ბიტმაშის” ქარხნის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალების ქარხნის  მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ის მოსახლეობა, რომელიც დღეს შეხვედრაზე იმყოფებოდა ქარხნის მშენებლობას მიესალმება და ფიქრობენ, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან. ორი დღის წინ კი, მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ფიქრობდნენ, რომ საწარმოს მუშაობა გარემოს დააბინძურებდა.

ამავე კატეგორიაში