აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან - პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა

11 თებერვალი 2021, 22:43 1001 ნახვა

"ქართული ოცნების“ ოფისთან ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს. აქციას "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები მართავენ. 

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ 2 პირი დააკავა. აქტივისტები პარკინგის ტერიტორიაზე წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

სამოქალაქო აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ფაქტის გასაპროტესტებლად აქციას მართავენ. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში