აქცია ბულვარში ამბასოდორის მშენებლობის წინააღმდეგ

12 თებერვალი 2021, 11:44 848 ნახვა

ისევ ბულვარის დასაცავად, ბულვარი არ უნდა ჩაბეტონდეს - მოქალაქეები ძველ ბულვარში, 16 სართულიანი სასტუმრო ამბასადორის მშენებლობას დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. სხვადასხვა ფორმით, პეტიციით თუ მიმართვით, ბათუმელების ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყდეს ბულვარის ჩაბეტონება და განვითარების გეგმის მომზადებამდე კულტურული ძეგლის ტერიტორიის ფარგლებში, მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდეს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ  დღეს 16 საათზე ბათუმის ბულვარიდან კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ ასწლოვანი ბულვარის ჩაბეტონება არ არის აღმშენებლობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში